“2022 წლიდან საქართველოს შემოსავლების სამსახურს შეჩერებული აქვს რამდენიმე ათასი ოპერაცია ევროკავშირიდან წამოსული ტვირთებისა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით რუსეთში უნდა შესულიყო” – სამხარაძე
“მინდა, არა მხოლოდ ოპოზიციას, თავად ევროკავშირსაც შევახსენო, რომ 2022 წლიდან საქართველოს შემოსავლების სამსახურს შეჩერებული აქვს რამდენიმე ათასი ოპერაცია ევროკავშირიდან წამოსული ტვირთებისა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით რუსეთში უნდა შესულიყო”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„კეთილი ინებონ და, პირველ რიგში, თავიანთ კომპანიებს მიხედონ, რომლებიც ცდილობენ, სანქციებს გვერდი აუარონ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ისინი არიან მოწოდების სიმაღლეზე, ცდილობენ, ყველა ტვირთი შეამოწმონ და სანქციების ფილტრში გაატარონ, შემდეგ მისცენ მწვანე შუქი ამა თუ იმ სატრასპორტო ოპერაციას. ჩვენ ეს პოლიტიკა 2022 წლიდან გვაქვს გაცხადებული და მის განხორციელებას მიზანმიმართულად მივყვებით. თუ რაიმე პრობლემაა, ამაზე სასაუბროდ ყოველთვის მზად ვართ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.