ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებზე – ეს დებატები აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის, როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველამ იცის, რომ შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა 4 წლის განმავლობაში, ასეთ დროს, პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარი უბრალოდ სამარცხვინოა – ეს ყველაფერი მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში ჩამოყალიბებული

ეს დებატები აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის, როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველამ იცის, რომ შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტში „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების” რეჟიმის ქვეშ” სახელწოდებით დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში ჩამოყალიბებული.

„ეს დებატები აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის. როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველამ იცის რომ შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ასეთ დროს, რომ ვიღაცა კიდევ საუბრობს პოლიტიკურ პატიმრებზე, ეს უბრალოდ სამარცხვინოა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში ჩამოყალიბებული”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები