ისრაელმა ირანი კასეტური ქობინებით აღჭურვილი რაკეტების გამოყენებაში დაადანაშაულა

ირანი ისრაელის ტერიტორიის დაბომბვისას კასეტური ქობინებით აღჭურვილ რაკეტებს იყენებს, რაც განადგურების რადიუსს ზრდის, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანა უკოლოვამ განაცხადა.

„ერთ რაკეტასაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი ნგრევისა და მსხვერპლის გამოწვევა. შეგახსენებთ, რომ ირანი ასევე იყენებს კასეტურ ბომბებს, რაც ზრდის პოტენციური საფრთხის რადიუსს“, – თქვა მან.

ამასთან, IDF-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები მაღალ მზადყოფნაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები