ზამურ ჭითანავა ბოლნისის მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და მოადგილე ვალენტინა ნავერიანთან ერთად მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს გრძელვადიანი განვითარების ხედვის ფორმირების პროცესი, სამუშაო ეტაპები, დოკუმენტის მომზადების ვადები, ასევე, ძირითადი მიზნები და ამოცანები.

“სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, აღნიშნა, რომ დოკუმენტი უნდა ეფუძნებოდეს მუნიციპალიტეტის რეალურ საჭიროებებს, არსებულ რესურსებსა და განვითარების პოტენციალს.

სამუშაო ჯგუფმა განსაზღვრა მომდევნო ნაბიჯები და შეთანხმდა აქტიურ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, რათა შემუშავდეს გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული და მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული განვითარების გეგმა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები