“უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის” – შალვა პაპუაშვილი

“უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა..

„თავის დროზე ის ძალები, ქვეყნები, სახელმწიფოები, რომლებსაც პასუხისმგებლობა აქვთ აღებული გლობალურ უსაფრთხოებაზე, რომ მოქცეულიყვნენ წინდახედულად, პასუხისმგებლიანად, ეს ომი არ იქნებოდა. დღესაც რომ პასუხისმგებლიანად იქცეოდეს ყველა ეს ძალა, ეს ომის დასრულდებოდა. ამას ამბობს დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია – რომ ეს არის მარიონეტის ხელით წარმოებული ომი, რომელშიც სინამდვილეში გლობალური ძალები ერთმანეთს უპირისპირდებიან და უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის.

ქართველმა ხალხმა დასკვნები საკუთარივე წარსულიდან გამოიტანა და 4 წლის წინ ჩვენ ავირიდეთ ომი, რომელიც აუცილებლად იქნებოდა. ეს ომი იმიტომ იქნებოდა აუცილებლად, რომ ჩვენ ვნახეთ, თუ რა შიდა ძალებთან გვაქვს საქმე, რეალურად ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც მზად არის, საკუთარი ქვეყნის ინტერესები შესწიროს სხვა ქვეყნების, სხვა პოლიტიკური ჯგუფების თუ სხვა ჯგუფების ინტერესებს“, – აღნიშნა  პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები