გურამ მაჭარაშვილი: რეგულაციების აუცილებლობას ვხედავთ იმიტომ, რომ ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას – ფასები დაარეგულიროს ბაზარმა და არა კომპანიებმა

“რეგულაციების აუცილებლობას ვხედავთ სწორედ იმიტომ, რომ ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას და ბაზარი მართლაც იყოს თავისუფალი და ფასები დაარეგულიროს ბაზარმა და არა კომპანიებმა, “- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღია ეკონომიკაში ბაზარი არეგულირებს ფასებს, მაგრამ ბაზარი არ უნდა დაიპყროს ორმა, ან თუნდაც ოთხმა კომპანიამ.

„ამ დრომდე კომისიაში რაც მივიღეთ ინფორმაცია, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყანაში ნამდვილად საჭიროა რეგულაციები. ვიცით ყველამ ღია ეკონომიკაში, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს, მაგრამ ბაზარი არ უნდა დაიპყროს ორმა, ან თუნდაც ოთხმა კომპანიამ. იმის აუცილებლობას ვხედავთ, რომ მოხდეს რეგულაციები სწორედ იმიტომ, რომ ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას და ბაზარი მართლაც იყოს თავისუფალი. ფასები ბაზარმა და არა კომპანიებმა დაარეგულიროს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები