მომღერალი ხატია წერეთელი თავისუფალია

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა ირმა კურტანიძემ, იგივე ხატია წერეთელმა საპატიმრო დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

ცნობისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხატია წერეთლის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები