ლევან მახაშვილი: ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს, ევროკავშირში წევრობა არ არის თვითმიზანი, ის უნდა იყოს ორი მთავარი მიზნის – კეთილდღეობისა და ქვეყნის გაერთიანების – მიღწევის საშუალება

ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. თითოეული გადაწყვეტილება ადამიანებმა უნდა მივიღოთ არა ბრმად, არამედ კარგად აწონ-დაწონით და გააზრებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრობა უნდა იყოს არა თვითმიზანი, არამედ, ქვეყნის კეთილდღეობის და გაერთიანების მიღწევის საშუალება, შესაბამისად, არგუმენტირებული დისკუსიაც ამ თემაზე უნდა გაიმართოს.

„ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. თითოეული გადაწყვეტილება ადამიანებმა უნდა მივიღოთ არა ბრმად, არამედ კარგად აწონ-დაწონით და გააზრებით.

ევროკავშირში წევრობა არ არის თვითმიზანი. ის უნდა იყოს ორი მთავარი მიზნის – კეთილდღეობისა და ქვეყნის გაერთიანების – მიღწევის საშუალება.

არგუმენტირებული დისკუსიის მთავარი თემაც ეს უნდა იყოს – ევროკავშირის წევრობა ამ ორი მიზნის მიღწევას ხელს უწყობს? თუ არა, რატომ და სხვა რა გამოსავალი არსებობს? თუ კი, მაშინ რა ფორმით, რა ტემპით, როდის და როგორ შეიძლება წევრობის გზის გავლა ნაკლები დანაკარგით და მაქსიმალურად მეტი სარგებლით?“ – წერს მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები