ნინო წილოსანი სურსათის მწარმოებლებთან შეხვედრაზე: მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები

“მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა სურსათის მწარმოებლებთან
დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის მუშაობის პროცესში უნდა გამოიკვეთოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიწვევს სურსათზე ფასების შემცირებას.

„ესენი არიან ქართული მწარმოებლები, რომელთა სექტორის გაძლიერება ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს და აქცენტს წარმოადგენს. ამიტომ, რა თქმა უნდა ერთის მხრივ, მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და მეორე მხრივ, თავისთავად მათ და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები. ამ საჯარო პროცესმა ვფიქრობ, რომ ბევრი რამ უნდა გახადოს ნათელი, მათ შორის ნათელი საზოგადოებისთვის და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რაიმე პოზიცია ჩამოვიყალიბოთ ან გადაწყვეტილება მივიღოთ ისე, რომ საზოგადოების აზრი არ ემთხვეოდეს ჩვენსას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ფასების შემცირების პროცესი ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მათ შორის ბიზნესის აქტიური თანამშრომლობით და მათივე სურვილით, რადგან ვფიქრობ, რომ მათ პასუხისმგებლობაშიც შედის ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები