ლევან მაჭავარიანი: ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მონაპოვარი, თუმცა მეორეს მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ და შეძლებისდაგვარად გააიაფონ ფასები
“ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მონაპოვარი, თუმცა მეორეს მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ და შეძლებისდაგვარად გააიაფონ ფასები,”- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალყური კომისიის მუშაობას და გაიგებენ თუ როგორ მუშაობს ფასწარმოქმნის ჯაჭვი. მოწვეულები იქნებიან ბიზნესის წარმომადგენლები, ვისაც უშუალოდ ეხება ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობა. ერთის მხრივ, ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მონაპოვარი, თუმცა მეორეს მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ და შეძლებისდაგვარად გააიაფონ ფასები. კონკრეტულ სივრცეებს ჩვენ ვხედავთ, თუმცა ბიზნესის გარეშე ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ და ვერ მივიღებთ. ეს გადაწყვეტილებები ერთად უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის კომისიის წევრები დღეს ადგილობრივი ხორც პროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.