დავით ნარმანია საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობას გაეცნობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხვალ დიღმის მასივში არსებულ წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტს ეწვევა და საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობა.
2014 წლის საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს მთავრობის 7 თებერვლის N136 დადგენილების შესაბამისად 10 თებერვლიდან დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სულ 2582 წვევამდელთა გაწვევა მოხდება.
წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტს მინისტრი 12 საათზე მოინახულებს.