ლევან მაჭავარიანი – ლილუაშვილის დაკავებაზე: ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სადაც ასეთი ნიშნები იკვეთება წარსული იქნება, აწმყო თუ მომავალი აუცილებლად ყველაფერზე მოვახდინოთ რეაგირება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

„საზოგადოება ხედავს თუ როგორი უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ. ბატონი ლილუაშვილის დაკავება სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება. რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური დარტყმა ჩვენი გუნდისთვის, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ჩვენი საზოგადოების წინაშე, ქვეყნის წინაშე და შესაბამისად, რა თქმა უნდა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სადაც ასეთი ნიშნები იკვეთება წარსული იქნება, აწმყო თუ მომავალი აუცილებლად ყველაფერზე მოვახდინოთ რეაგირება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები