გიორგი სვანიძე: რიგგარეშე სხდომაზე განხილული საკითხები ემსახურება მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა თავმჯდომარე გიორგი სვანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

სხდომაზე განიხილეს ათი საკითხი, მათ შორის ქალაქ ბოლნისში სამი მრავალბინიანი კორპუსის სახურავების სარეაბილიტაციო პროექტები, საკრებულოს რეგლამენტში ტექნიკური ცვლილება, 2026–2030 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა, „პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში“ ცვლილება და 2026 წლის ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები, რომელთაც დეპუტატებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განხილული საკითხები ემსახურება მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე სოციალური სერვისების უწყვეტობისა და ეფექტიანი მუნიციპალური მართვის უზრუნველსაყოფად.“- აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები