დავით შერაზადიშვილი ბოლნისში საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო ანთებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ბოლნისში მთავარი საახალწლო ნაძვისხის საზეიმოდ ანთების ღონისძიებას დაესწრო.

ნაძვის ხე საზეიმოდ ბოლნისის მერმა ზამურ ჭითანავამ ბავშვებთან ერთად აანთო.

ღონისძიება მოიცავდა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვას, საბავშვო აქტივობებს: ზღაპრის გმირებს, ილუზიონისტის შოუს, საპნის ბუშტების და ქიმიური ექსპერიმენტების შოუებს.

ღონისძიება დასრულდა გრანდიოზული ფოიერვერკით.

„დღეს ბოლნისში საახალწლო განწყობა ოფიციალურად დაიწყო.ბოლნისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში. დაე, 2026 წელი იყოს ერთიანობისა და წარმატებების წელი!“ – აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები