“შეერთებული შტატები სიხარულით აგრძელებს IVLP-ის მონაწილეებთან თანამშრომლობას, როგორც დაფასებულ პარტნიორებთან, აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებისა და ორივე ქვეყნის წარმატებული მომავლის მშენებლობის გზაზე” – აშშ-ის საელჩო
“ახლახან, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა 2024–2025 წლების IVLP-ის მონაწილეებს უმასპინძლა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა IVLP-ის გავლენას მონაწილეთა პროფესიულ ზრდაზე და მათ წვლილს საქართველოს განვითარებაში.
“პროფესიული გაცვლითი პროგრამა IVLP-ს მეშვეობით, ჩვენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველ პროფესიონალებს ვაძლევთ შესაძლებლობას — მოხალისეობრივ სისხლის ბანკებზე მომუშავე ექიმებიდან დაწყებული, შშმ პირთა უფლებების დამცველებით დამთავრებული, რომლებიც საქართველოს უფრო ხელმისაწვდომს ხდიან — გაეცნონ ამერიკაში დანერგილ საუკეთესო პრაქტიკებს და ამერიკული გამოცდილება მოარგონ ქართულ რეალობას.
ჩვენი კავშირი პროგრამის კურსდამთავრებულებთან მათი მონაწილეობის დასრულების შემდეგაც გრძელდება. ახლახან, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა 2024–2025 წლების IVLP-ის მონაწილეებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა IVLP-ის გავლენას მონაწილეთა პროფესიულ ზრდაზე და მათ წვლილს საქართველოს განვითარებაში.
შეერთებული შტატები სიხარულით აგრძელებს IVLP-ის მონაწილეებთან თანამშრომლობას, როგორც დაფასებულ პარტნიორებთან, აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებისა და ორივე ქვეყნის წარმატებული მომავლის მშენებლობის გზაზე”, – წერია ინფორმაციაში