ზამურ ჭითანავა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მენეჯერებს მოადგილეებთან ალექსანდრე ზაბახიძესთან და ვალენტინა ნავერიანთან ერთად შეხვდა.
ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მენეჯერებთან ერთად ბაღებში არსებული მდგომარეობა განიხილა.
აქცენტი გაკეთდა გამოწვევებსა და მათი მოგვარების აუცილებლობაზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მისი თქმით, ადრეული განათლება ბავშვის განვითარებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს.
,,ჩვენთვის ბავშვებზე ზრუნვა იწყება საბავშვო ბაღიდან. ჩვენი მიზანია, თითოეულ ბაღში შეიქმნას უსაფრთხო, კომფორტული და ჯანსაღი გარემო“,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ.