რიჩარდ ნორლანდის მადლობა შსს-ს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შს მინისტრს მადლობას უხდის. რიჩარდ ნორლანდი ალექსანდრე ჭიკაიძეს მადლობის ნიშნად ოფიციალურ წერილს უგზავნის. იგი შს მინისტრს, ნანული წიკლაურის და ტედი ნესის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების წარმატებით დასრულებას ულოცავს.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ადგილობრივი უსაფრთხოების ოფისის სახელით მინდა თქვენს სამინისტროს მივულოცო ნანული წიკლაურის და ტედი ნესის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების დასრულება. ხსენებული საქმე საჭიროებდა ამერიკულ, ებრაულ, ავსტრალიურ და გერმანულ სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობას. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ჩვენი რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მუშაკებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი სამინისტროს სწრაფმა რეაგირებამ, მოწადინებამ და კომპეტენტურობის დონემ. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო თქვენი ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ტრეფიკინგის სამმართველოს უფროსს, ერეკლე მოძღვრიშვილს და ამ საქმეში წამყვან გამომძიებელს დიანა რობიტაშვილს ისევე, როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულის სამმართველოს უფროსს ტარიელ ალავიძეს მათი თავდადებისთვის და პროფესიონალიზმისთვის. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო თქვენი ინტერპოლის ნაციონალური ბიუროს ხელმძღვანელს, ალექსანდრე არაყიშვილს და ამავე სამსახურის საერთაშორისო ძებნის სამმართველოს უფროსს, გიორგი გიორგაძეს გაწეული შესანიშნავი სამეკავშირეო სამსახურისთვის და კოორდინაციისთვის. მადლობელი ვარ თქვენი სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის, რომელმაც უზრუნველყო შესაბამისი მედია გაშუქება და იმისთვის, რომ საჭირო გზავნილის სახით გაავრცელა ინფორმაცია რათა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოში მსგავსი დანაშაულებები არ რჩება რეგირების გარეშე. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო მინისტრო მინდა აღფრთოვანება გამოვხატო თქვენს მიერ გაწეული იმ ბრძოლისათვის, რაც თქვენ აწარმოეთ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და საბავშვო პორნოგრაფიის წინააღმდეგ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძლდება იმისათვის, რომ მომავალშიც გამოვავლინოთ და დავაკავოთ ყველა ის პირი, რომელიც მსგავს შემაძრწუნებელ დანაშაულებებს სჩადის“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ს ელჩის რიჩარდ ნორლანდის წერილში.

1891209_257933674376428_578403598_n  1779210_257933721043090_2066978570_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები