“სილქნეტის” ოპტიკური სადენის დაზიანების გამო, დღეს დილიდან დედაქალაქში განთავსებული ელექტროტაბლოები მუშაობს შეფერხებით” – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განაცხადებას ავრცელებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია განაცხადებას ავრცელებს.
მათი ცნობით, კონტრაქტორი კომპანიის “სილქნეტის” ოპტიკური სადენის დაზიანების გამო, დღეს დილიდან დედაქალაქში განთავსებული ელექტროტაბლოები მუშაობს შეფერხებით.
“შეფერხება ფიქსირდება ასევე კომპანიის მობილურ აპლიკაციაში, რის გამოც მომხმარებლები ვერ სარგებლობენ აღნიშნული სერვისით. “სილქნეტის” შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და ყველა სერვისი აღდგება უმოკლეს პერიოდში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”, – წერია განცხადებაში.