მასკმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა

ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი აშშ-ის პოლიტიკაში ქვეყნის შუალედური არჩევნების ფონზე ბრუნდება,- ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal (WSJ) წერს.

გამოცემის ცნობით, რესპუბლიკური პარტიის გავლენიანმა ფიგურებმა, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა, მასკს სთხოვეს, დახმარებოდა რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში მცირე უმრავლესობის შენარჩუნებაში.

გამოცემის წყაროების ცნობით, მილიარდერი განიხილავს რესპუბლიკური საარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულობის გაღებას America PAC-ის მეშვეობით, ორგანიზაციისა, რომელიც მან 2024 წელს შექმნა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მხარდასაჭერად.

„ეს მასკის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებას აღნიშნავს მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკა ბიზნესის გამო მიატოვა“, – ნათქვამია WSJ-ის სტატიაში.

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები