“არც “თბილსერვისის” თანამშრომლები, არც სპეცტექნიკა არ გაჩერდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება” – მამუკა კიზირია

“არც “თბილსერვისის” თანამშრომლები, არც სპეცტექნიკა არ გაჩერდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება”, – ამის შესახებ “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის მოადგილე, მამუკა კიზირია აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფეხით სავალი ბილიკების, გაჩერებებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების კიბეების გაწმენდა.

“ქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, “თბილსერვის ჯგუფის” სპეცტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა 24- საათიანი რეჟიმით განაგრძობენ მუშაობას.

გაწმენდილია, ქალაქის მასშტაბით ყველა ცენტრალური მაგისტრალი, ასევე ქალაქში შემოსასვლელი ხიდები და პანდუსები. ამჟამად, იწმინდება ფეხით სავალი ნაწილები, მიწისქვეშა გადასასვლელების კიბეები, სავალი ბილიკები, გაჩერებები.

არც “თბილსერვის” თანამშრომლები, არც სპეცტექნიკა არ გაჩერდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება”, – აღნიშნავს მამუკა კიზირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები