“ვინაიდან ყველა ცენტრალური გზა არის გახსნილი, ახლა ვმუშაობთ მეორე და მესამე კატეგორიის გზებზე, ანუ შიდა უბნებზე, ჩიხებზე, კვარტალებს შორის დამაკავშირებელ ტერიტორიებზე” – გიორგი პაპავა

“ვინაიდან ყველა ცენტრალური გზა არის გახსნილი, ახლა ვმუშაობთ მეორე და მესამე კატეგორიის გზებზე, ანუ შიდა უბნებზე, ჩიხებზე, კვარტალებს შორის დამაკავშირებელ ტერიტორიებზე. ამდენად, ყველაზე მეტი ტექნიკა მობილიზებული გვყავს ამ მიმართულებით”, – ამის შესახებ “თბილსერვის ჯგუფის” გენერალური დირექტორი, გიორგი პაპავა აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, 24-საათიან რეჟიმში, ყველა ცენტრალური ქუჩის, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და გაჩერების დამუშავება მიმდინარეობდა ტექნიკური მარილით.

“ყველა სპეციალიზებული ტექნიკა და ცოცხალი ძალა აგრძელებს იმავე რეჟიმში მუშაობას.

როგორც დღეს, დილით, 07:00 საათიდან განვაახლეთ მუშაობა, ისე გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც, მანამ, სანამ სრულად არ მოხდება ნალექით გამოწვეული ზიანის აღდგენა”, – აღნიშნა პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები