“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გაზსადენის დაზიანების გამო, გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 3 300 აბონენტს შეუწყდა.
“გაზმომარაგების აღდგენა დასრულდება დღეს, 20 იანვრის 16:00 სთ-მდე.
ქუჩების ჩამონათვალი:
გლდანის III მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 4ა, 5, 6, 7, 7ა, 8, 9, 10, 10ა, 11, 12, 13, 13ა, 68ა, 68ბ, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 85-ში, ასევე III-ა მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 3, 3ა-ში მცხოვრები მოსახლეობა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული მცირე კომერციული ობიექტები.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:
ცხელი ხაზი: +995 32 2404004
სწრაფი რეაგირების სამსახური: 114”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.