პოლონეთში, ქორწინების მოწმობებში ტერმინები „ქმარი“ და „ცოლი“ შეიცვლება „პირველი მეუღლე“ და „მეორე მეუღლე“ სიტყვებით.
Lent.az-ის ცნობით, რომელიც ქვეყნის დიგიტალიზაციის სამინისტროს ეყრდნობა, ამჟამად შესაბამისი რეგულაციების შემუშავების პროცესშია.
ცვლილება უკავშირდება ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ადმინისტრაციულ დონეზე აღიარონ სხვა ევროკავშირის ქვეყნებში გაფორმებული ქორწინებები, მათ შორის ერთსქესიანი წყვილების მიერ დადებული კავშირები.
პოლონეთის ხელისუფლების განმარტებით, საუბარია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ცვლილებაზე, რომელიც შეეხება სამოქალაქო რეესტრის დოკუმენტების ფორმულირებას და არ ნიშნავს პოლონეთში ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზებას. ქვეყნის კონსტიტუციით, ქორწინება კვლავ განისაზღვრება როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.
მედიის ცნობით, ახალი ფორმულირება მიზნად ისახავს სამართლებრივი წინააღმდეგობების თავიდან აცილებას და ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც პოლონეთის მოქალაქეები ქორწინებაში სხვა ქვეყნებში იმყოფებიან.