ზელენსკი: რუსეთმა „ორეშნიკის“ რაკეტით შეტევა ლვოვის რაიონზე განახორციელა

რუსეთმა „ორეშნიკის“ რაკეტით შეტევა განახორციელა ლვოვის რაიონზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თავდასხმა ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს მოხდა.

„ყველამ ერთნაირად უნდა გაიაზროს და სერიოზულად მიიღოს: რუსები თუ არც კი ცდილობენ, დამაჯერებელი მიზეზი მოიფიქრონ ასეთი იარაღის გამოსაყენებლად, მაშინ ვერც პირადი კავშირები და ვერც რიტორიკა ამისგან ვერ დაგიცავთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანვე დასძინა, რომ ევროპას სჭირდება ერთობლივი მოქმედებების და ეფექტური თავდაცვის სისტემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები