ვენსი-მინეაპოლისში მომხდარ შემთხვევაზე: მისი სიკვდილი არის ტრაგედია, მაგრამ მისივე ქმედებებით გამოწვეული
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი კომენტარს აკეთებს მინეაპოლისში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც საიმიგრაციო ოფიცერმა 37 წლის რენე გუდი მოკლა.
ვენსის განცხადებით, გუდის სიკვდილი ტრაგედიად უნდა შეფასდეს, თუმცა ის ამავდროულად აღნიშნავს, რომ ეს ტრაგედია მისი ქმედებების შედეგია.
“მისი სიკვდილი შემიძლია ტრაგედიად მივიჩნიო და ამავდროულად ვაღიარო, რომ ეს არის მისივე შექმნილი ტრაგედია. ეს არის ტრაგედია ულტრამემარცხენე ადამიანების, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს მთელ მოძრაობას, უგუნურ მარგინალურ ჯგუფს ჩვენი სამართალდამცველი ოფიცრების წინააღმდეგ”,- აღნიშნა ვენსმა.
37 წლის ქალი მას შემდეგ მოკლეს, რაც მინეაპოლისის სამართალდამცველებმა საიმიგრაციო სამართალდარღვევის გამო მისი დაკავება სცადეს. ინციდენტის დროს, როგორც ვენსმა აღნიშნა, გუდი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რაც, მისი თქმით, ტრაგიკული შედეგების წინაპირობა გახდა.