მეცნიერების პროგნოზით, 2015 წლის იანვრისათვის ებოლას მსხვერპლი 1 მილიონი ადამიანი გახდება
კანადელი მეცნიერების გამოთვლებით, 2014 წლის ნოემბერში ებოლას ეპიდემიისაგან კიდევ 20 ათასი ადამიანი დაიღუპება, ხოლო 2015 წლის იანვრისათვის მათი რიცხვი მილიონს მიაღწევს.
ებოლას პროგრესიის სტატისტიკური კვლევა ტორონტოს უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგებს დევიდ ფიშმარს და ეშლი ტიუიტს ეკუთვნით. შეგახსენებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გასული თვის ანგარიშის თანახმად დაზარალებულთა იგივე რაოდენობა სახელდებოდა, რომლის მიხედვითაც შემდეგ ოთხ თვეში მხოლოდ ლიბერიასა და სიერა-ლეონეში 550 ათასიდან 1,4 მილიონ დაავადების შემთხვევა ივარაუდება.
კანადელი მეცნიერების პროგნოზი ამ ეტაპზე დაავადებასთან ბრძოლის პროპორციულად დაავადების რაოდენობის მატების სტატისტიკას ემყარება. დასავლეთ აფრიკაში არსებული სიტუაცია სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდემიის აღმოფხრვა იმავე ტემპებით ვითარდება, როგორც მისი გავრცელება. მაგრამ თუკი ექიმები და მეცნიერები „ბრძოლას შეასუსტებენ“, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა რამდენიმე მილიონით განისაზღვროს. სხვა ეპიდემიოლოგები თავიანთ გამოთვლებში აკეთებენ დასკვნას, რომელიც უკვე არაერთხელ წარმოადგინეს ექსპერტებმა: ებოლასთან ბრძოლა ძალზე გვიან იქნა დაწყებული. თავის მხრივ ფრიშმანი დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელი ძალისხმევა დაავადების „მოთოკვაში“ მაინც დიდ როლს თამაშობს.
ფიშმანის გუნდის აზრით, ებოლასთან ბრძოლას ყველაზე მეტი პრობლემა აფრიკის ქვეყნებში სამოქალაქო არეულებებმა შეიძლება შეუქმნას. სტატისტიკისთვის ასეთ შემთხვევაში თუკი დაავადებასთან ბრძოლაში მიღებული ზომები და მკურნალობა 40 %-ით იკლებს, მეცნიერთა გათვლებით ეს ნიშნავს, რომ დაავადების 700 ათასი შემთხვევა 12 მილიონად გარდაიქმნება. „ ჩვენს ქმედებებში მცირედ რეგრესიულ ცვლილებებსაც კი უზარმაზარი შედეგები მოჰყვება“ – აცხადებს ფრიშმანი, რომლის სტატიაც ჟურნალ „The Lancet: Infectious Disease“-ში გამოქვეყნდა. დაავადებასთან ბრძოლის ოპტიმისტური მხარის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ესქპერიმენტული პრეპარატები და ვაქცინები უკვე მუშავდება და 2015 წლიდან ფართო გავრცელებაში იქნება. უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია „GlaxoSmithKline“ ირწმუნება, რომ 2015 წლის დეკემბრისათვის ისინი ყოველთვიურად დაახლოებით ვაქცინის მილიონი დოზის წარმოებას შეძლებენ.
აღსაღნიშნავია, რომ კომპანია „GlaxoSmithKline“ ერთადერთი არაა, რომელიც ებოლას ეპიდემიასთან საბრძოლველად ვაქცინას ქმნის. ვაქცინის საკუთარ ფორმულაზე მუშაობს ამერიკული კომპანია „NewLink Genetics“-ი, რომლის ნამუშევრითაც აშშ-ს ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა (NIH) დიდი დაინტერესება გამოთქვა.