ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და კომპანია ,,არემჯის” მხარდაჭერით დაბა კაზრეთში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და კომპანია ,,არემჯის” მხარდაჭერით დაბა კაზრეთში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და ზღაპრის გმირების მსვლელობა. ასევე, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.

“საახალწლო ღონისძიება ,,რეზო და ბავშვების“ კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წელს პირველად. ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების კვირეული გაიმართა, რომელიც 22 დეკემბერს ნაძვის ხის საზეიმო ანთების ღონისძიებით გაიხსნა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები