ბოლნისის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე და წლის ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი-2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 52 630,0 ათას ლარს. დოკუმენტში გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება. ასევე დაგეგმილია თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ზრდა სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად.

გიორგი სვანიძის თქმით, ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის განვითარებაზეა ორიენტირებული.

„დღეს დავამტკიცეთ 2026 წლის ბიუჯეტი, რომელიც ორიენტირებულია მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებაზე, მოსახლეობის საჭიროებებზე და სოციალური დაცვის გაძლიერებაზე”,- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები