ყატარი ჯიჰადისტების დაფინანსების ბრალდებებს უარყოფს

 

    ყატარის ჩინოვნიკები „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერის ბრალდებებს უარყოფენ.
შეგახსენებთ, რომ ყატარი სირიაში ისლამური დაჯგუფებების დაფინანსებაში და მათთვის იარაღის მიწოდებაში არაერთხელ დაადანაშაულეს. გარდა ამისა, დოხა ეჭვმიტანილი იყო კავშირებში „ან-ნუსრას ფრონტთან“, რომელიც სირიის და ლივანის ტერიტორიაზე „ალ-ქაიდას“ ქვედანაყოფად ითვლება.
წინა კვირას აშშ-ს სახაზინო წარმომადგენელმა დევიდ კოენმა განაცხადა, რომ ყატარის, ისევე, როგორც ქუვეთის ქმედებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ექსტრემისტული დაჯგუფებების დაფინანსება შეწყდეს. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გარკვეული დაჯგუფებების დაფინანსების ბრალდებით ყატარში კერძო პირებს სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები