დავით შერაზადიშვილი: ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი თეთრიწყაროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ღირსეული წარმოჩენის მიმართულებით

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი – დავით შერაზადიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, პარლამენტის წევრ გოდერძი ჩანქსელიანთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერ მიხეილ აფციაურთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განახლებული სივრცის გახსნას დაესწრო.

ღონისძიება განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობის იყო, ვინაიდან მუზეუმი დაარსებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი თეთრიწყაროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ღირსეული წარმოჩენის მიმართულებით. განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად მუზეუმი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცედ გადაიქცა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მის საგანმანათლებლო და ტურისტულ მიმზიდველობას და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის როგორც ახალგაზრდებს, ისე ვიზიტორებს“, – აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა

თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1965–1966 წლებში ადგილობრივი ისტორიკოსებისა და კულტურის მოღვაწეების ინიციატივით დაარსდა. მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მარგარიტა ჭელიძეს.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები