ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორები, საერთაშორისო ტურნირებსა და საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ფეხბურთში, სამთო სათხილამურო სპორტსა და ქვიშის ფრენბურთში.

„2025 წელს ხულოს მუნიციპალიტეტიდან სულ 119-მა სპორტსმენმა სხვადასხვა სპორტის სახეობაში, საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებზე წარმატებით იასპარეზეს.

აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების სპორტში ჩართვის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად ზრდის დაფინანსებას როგორც მაღალი მიღწევების, ისე სპორტის განვითარებისთვის და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის.

მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით აშენდა სამი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 სპორტულ მოედანს. ასევე დაბა ხულოში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის და საფეხბურთო მოედნის მშენებლობა რომელიც მოემსახურება სპორტის სხვადასხვა სახეობას და წვლილს შეიტანს როგორც მასობრივი, ისე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებაში.

ღონისძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაესწრო, რომელმაც სპორტსმენებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სპორტის სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებზე, მიულოცა სპორტსმენებს და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები