31 დეკემბერს, ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, საახალწლო კონცერტი გაიმართება

31 დეკემბერს, ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, საახალწლო კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება 21:00 საათიდან დაიწყება.

,,საახალწლო ღონისძიებები მოიცავს ზღაპრის გმირების წარმოდგენებს. პატარა სტუმრებს სანტა კლაუსი დაასაჩუქრებს.
21:30 – საათზე გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის უმცროს კლასელთა გუნდი, ანსამბლი ,,ოქტავა”, ,,შვიდკაცა”, ,,ბორჯომი” და ,,ეგარი”.
00:00 საათზე -ღონისძიება საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.
შემოგვიერთდით, ერთად შევხვდეთ ახალ 2026 წელს!”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები