ხულოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 40 440 100 ლარით განისაზღვრა, რაც 2025 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით 4 965 100 ლარით მეტია. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ხულოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.

“▪️ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია – 16 030 983 ლარი

▪️ დასუფთავება და გარემოს დაცვა – 1 999 471 ლარი

▪️ განათლება – 5 907 383 ლარი

▪️ კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი – 4 639 484 ლარი

▪️ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 4 357 813 ლარი,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები