საახალწლო ნაძვის ხეები რეგიონებიდან (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს რეგიონების სხვადასხვა ქალაქში ნაძვის ხეები საზეიმოდ აინთო. “კვირა” გთავაზობთ წინსაახალწლოდ მორთული ქალაქების ფოტოკოლაჟს.
რუსთავში, აბაშაში, ჩხოროწყუში, ახალციხესა და სხვა ქალაქებში ნაძვის ხეების ანთებასთან ერთად საახალწლო ღონისძიებებიც გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და მოსახლეობა ესწრებოდა.
საქართველოს სხვა ქალაქებში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებები შემდეგ დღეებშია დაგეგმილი.


