ბექა ვაჭარაძე: მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები
ფოთში, 16 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ქალაქის სხვადასხვა უბანს მოიცავს და მისი განხორციელება 4 თვეში დასრულდება. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ დაათვალიერეს.
,,ჩვენი მიზანია, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქალაქის მასშტაბით სრულად მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად, რომლებსაც საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერით ვახორციელებთ.“- განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.