სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოციალური საცხოვრისის ფარგლებში ოჯახს ახალი სახლი გადაეცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კვირიკეში სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახისთვის აშენებულ ახალ სოციალურ სახლში იმყოფებოდა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერმა მოინახულა მაია ყიფიანის ოჯახი, რომელიც უკვე ახალ, კეთილმოწყობილ სახლში ცხოვრობს.

“ოჯახი საჭირო ავეჯით უზრუნველყო ადგილობრივმა ბიზნესმენმა პაატა ქელექსაშვილმა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

პროექტის ფარგლებში უკვე 9 ოჯახი სარგებლობს ახალი საცხოვრებლით. პროექტის საერთო ღირებულება 492 062 ლარს შეადგენს და ის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები