გიორგი სვანიძე: ასეთი მომენტები გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთად შექმნილი დღესასწაული

ბოლნისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო, ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

„დღეს ბოლნისში ავანთეთ ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე.

ნაძვის ხის ანთებამ ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ შექმნა საახალწლო სითბო და ერთიანობის განცდა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას ამ ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

ასეთი მომენტები გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთად შექმნილი დღესასწაული.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!“, – განაცხადა სვანიძემ.

ნაძვის ხე საზეიმოდ ბოლნისის მერმა ზამურ ჭითანავამ ბავშვებთან ერთად აანთო.

ღონისძიება მოიცავდა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვას, საბავშვო აქტივობებს: ზღაპრის გმირებს, ილუზიონისტის შოუს, საპნის ბუშტების და ქიმიური ექსპერიმენტების შოუებს.

ღონისძიება დასრულდა გრანდიოზული ფოიერვერკით.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები