ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა პატარებთან ერთად ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პატარებთან ერთად ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ მოეწყო საახალწლო სოფელი, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, თოვლის ბაბუის, დრამერების, ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული მსვლელობა და სხვადასხვა გასართობი შოუ.
„ნაძვის ხის ანთებამდე ზამურ ჭითანავამ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
საზეიმო ღონისძიებას მერთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი, დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.