რას ამბობენ ზოდიაქოს ნიშნები დაშორებისას?!
ვერძი
ვერძი: გაიმეორე რაც თქვი? პარტნიორი: გშორდები!
ვერძი: ხვალ, ორ საათზე, ისევ ამ ადგილას მოხვალ და მერე დავილაპარაკებთ, გაიგე?
მეორე დღე:
ვერძმა დაინახა თუ არა, მკლავებში სტაცა ხელი და გასაგებად აუხსნა: აღარ დაგინახონ ჩემმა თვალებმა! შენთან ურთიერთობა აღარ მინდა, გასაგებია?
კურო
კურო განუწყვეტლივ ისმენს სენტიმენტალურ სიტყვებს, ბოლოს მობეზრდება და პირში მიახლის: მოიცა, მოიცა! რაც მე შენზე ფული და ნერვები მაქვს დახარჯული, ენა როგორ გიბრუნდება? ახლა წადი, ჰაერი ჩაყლაპე და სახლში რომ მიხვალ, დამირეკე! მე არ დამარეკინო!!!
ტყუპები
ტყუპებმა პარტნიორს შემრიგებლურად დაუქნია თავი. პარტნიორი: მოიცა, შენ რა, არ განიცდი? ტყუპები: პირველ წუთებში განვიცადე. ახლა მივხვდი, რომ თავისუფალი ვარ და ვეღარ განვიცდი.
კირჩხიბი
კირჩხიბს დაშორების მოლოდინში ისეთი სახე აქვს, თითქოს თავზე ცა ჩამოექცა: დარწმუნებული ხარ? პარტნიორი: სავსებით. კირჩხიბი: არ მინდა, მერე რამე ინანო. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნო და არ ინერვიულო. ამ სიტყვების შემდეგ ის შეყვარებულს/მეუღლეს ჩაეხუტება და წერილს გადასცემს. პარტნიორი: ეს რა არის? კირჩხიბი: სულ მეშინოდა, რომ დავშორდებოდით და ეს წერილი გულის ჯიბით დამქონდა. როდესაც ნახავ, გამიხსენე ხოლმე.
ლომი
ლომმა პარტნიორს ამრეზით გადახედა: ამ სიტყვების შემდეგ შენ ჩემი ღირსი არ ხარ! არც კი გაბედო უკან მოხედვა! ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. არასოდეს მივიღებ შენგან თხოვნა-მუდარას ან ბოდიშს. დაიმახსოვრე, მე უკვე წერტილი დავსვი!
ქალწული
ქალწულმა წარბები აზიდა და გვერდულად შეხედა პარტნიორს: ისე უგემოვნოდ გაცვია და იმდენად გამოუძინებლად გამოიყურები, კარგს რას მეტყოდი! როგორც კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რისი თქმაც გინდოდა! მაისური მაინც გაგეუთოვებინა, დაკუჭული ტანსაცმლით რომ გამომეცხადე!
სასწორი
სასწორი: შეუძლებელია! პარტნიორი: მე უკვე ყველაფერზე ვიფიქრე და ზუსტად ვიცი, რომ ასე სჯობს. სასწორი: შეუძლებელია! პარტნიორი: უნდა დავშორდეთ. სასწორი: იცი რამდენი ხანი ვფიქრობდი, დავშორებულიყავით თუ არა? პარტნიორი: მერე რას აპირებ? სასწორი: არა, ვერ გამიგე. ჯერ ვერ მოვიფიქრე, დავშორდეთ თუ არა, ამიტომ ჯერ ვერ დამშორდები!
მორიელი
მორიელი პარტნიორისკენ შეტრიალდა და საკმაოდ მშვიდი და ღიმილიანი სახით უთხრა: ჯანდაბამდე გზა გქონია. პარტნიორი: რა გაცინებს ასეთ დროს? მე ხომ დაშორებაზე გელაპარაკები? მორიელი: უცებ წარმოვიდგინე, როგორი უბედური იქნები ჩემს გარეშე და გავმხიარულდი… მოიცა, რა გატირებს, ჯანდაბაში არც ისე ცუდია.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი წინ და უკან დადის. ისმენს ლანძღვას და თან უმისამართოდ სიარულს განაგრძობს. პარტნიორი: არ შეგიძლია, ნორმალური ადამიანივით გაჩერდე და ისე მომისმინო? მშვილდოსანი: რით ვერ დაასრულე? ტუალეტში მინდა და გელოდები, როდის დაასრულებ! პარტნიორი: გშორდები! მშვილდოსანი: სულ ესაა? შემთხვევით ხომ არ იცი, არის აქ სადმე საპირპარეშო?
თხის რქა
თხის რქამ პირველივე სიტყვაზე შეაჩერა პარტნიორი და საუბარი თავად განაგრძო: ამ ბოლო დროს არ მომწონხარ. საოცრად დათრგუნული დადიხარ. ასე თუ გააგრძელებ, ჩვენი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს. პარტნიორი: მეც სწორედ ამაზე მინდოდა საუბარი. გშორდები! თხის რქა: ე.ი. ჩემს სიტყვებსაც არ იღებ და შენსას განაგრძობ?! კარგი, მაშინ როგორც გითხარი, ისე იქნება. ვშორდებით!
მერწყული
გაოგნებულმა მერწყულმა იყვირა: რას ამბობ? პარტნიორი: უნდა დავშორდეთ! მერწყული: ერთი კვირის წინ მაინც გაგეფრთხილებინე! გულნატკენი შეყვარებულების კლუბში როგორ გავწევრიანდე, როცა ფული უკვე დავხარჯე. პარტნიორი: ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი. მერწყული: ღმერთო, რა არაადამიანურად მომექეცი! სად ვიშოვო წინასწარი შესატანი?!
თევზები
თევზები მრავლისმთქმელი მზერით: ვშორდებით? პარტნიორი: საიდან მიხვდი, რომ ამაზე ვფიქრობდი? თევზები: ყველაფერი ისე კარგად იყო… შეუძლებელია, სინამდვილეში ყველაფერი კარგად ყოფილიყო… პარტნიორი: მაგრამ მე უკვე გადავიფიქრე დაშორება… თევზები: მე უკვე შევეგუე, რომ დავშორდებოდით. როგორ შეიძლება ასეთი მერყეობა?
წყარო: dainteresdit.ge