გორში ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

გორში ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საახალწლო ილუმინაციებით განათდა ქალაქის ქუჩებიც.

“ცენტრალურ მოედანზე საახალწლო განწყობა გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდმა და ზღაპრის გმირებმა შექმნეს.

ნაძვის ხის მიმდებარედ მოეწყო ატრაქციონები, რომლებიც პატარებს სადღესასწაულო დღეების დასრულებამდე მოემსახურება.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი გაიმართება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები