ხანძარს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა.
ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია იყო მობილიზებული. ამ დრომდე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 180-ე მუხლით მიმდინარეობს.