ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან, 764 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაეწია

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან, 764 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაეწია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

,,ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი 25-მდე სოციალური პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული დახმარება გაეწიათ:
მრავალშვილიან ოჯახებს – 111;
18 წლამდე ასაკის შშმ პირებს -113;
მარტოხელა მშობლებს – 111;
დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს – 3;
დიდ სამამულო ომში გარდაცვლილთა ოჯახის
წვერებს – 2;
ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს – 64;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე ვეტერანებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს) – 35;
საქართველოს მთლიანობისათვის ომის შშმ ვეტერანებს (მათ შორის დევნილებს) – 26;
ავღანეთის ომის ვეტერანებს – 23;
ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულ პირებს – 5;
9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულ პირებს -1;
18 წლის ზემოთ I ჯგუფის შშმ პირებს – 270.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი გილოცავთ შობა-ახალ წელს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები