სულხან თამაზაშვილმა სასტუმრო ,,Hampton by Hilton Batumi Center” ოფიციალურად გახსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, ბათუმში ახალი სასტუმრო Hampton by Hilton Batumi Center, „ტურინვესტ ჯგუფის” გენერალურ დირექტორთან გიორგი აბაშიძესთან ერთად გახსნა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გახსნის ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა რეგიონში ხელს უწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას, საინვესტიციო გარემოს გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მისი თქმით, ხელისუფლება განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას და სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნას, რასაც მსგავსი ინიციატივების განხორციელებაც ადასტურებს.

,,Hampton by Hilton-ის ბრენდი ასოცირდება სანდოობასა და მომსახურების მაღალ სტანდარტებთან, რაც რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის.

რვა სართულიანი, 143 ნომრიანი სასტუმრო წარმოადგენს მნიშვნელოვან შენატანს საქართველოს მზარდ სასტუმრო ინდუსტრიაში.

სასტუმროს გახსნის ღონისძიებას, ასევე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები