შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვმოქმედებთ არავის გაღიზიანების შიშით ან არგაღიზიანების სურვილით – ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით

„ჩვენ არ ვმოქმედებთ არავის გაღიზიანების შიშით ან არგაღიზიანების სურვილით. ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ უკრაინისთვის რეპარაციების გადანაწილების მექანიზმის შექმნის მხარდაჭერაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგულები ვრჩებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგულები ვრჩებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ. ომის დაწყების პირველივე დღიდან ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის. იმ უმადურობის ფონზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება და კონკრეტულად უკრაინის პრეზიდენტი იჩენს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, შეიძლება ვიღაცას გაჰკვირვებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ასეთ გადაწყვეტილებებსა და ინსტრუმენტებს. თუმცა, ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც ქართველი ხალხის ღიად მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომი არის უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა, რომ ამ მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იმ ბერკეტის არსებობას, რაც ომით დაზარალებულ მოქალაქეებს ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები