თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა

თბილისის მერიის ბიგ-ბენდის ორგანიზებით, ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მსოფლიო ჯაზის დღესთან დაკავშირებით, მუსიკალური საღამოები 29-30 აპრილს გაიმართა. მასში ქართველი, ფრანგი და ამერიკელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

პირველ საღამოს მსმენელის წინაშე წარდგნენ თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და სპეციალური სტუმარი აშშ-დან კენი ვაშინგტონი, ასევე, ბიგ-ბენდის სოლისტები – მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, ეკა დოლიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, ასევე ჯგუფი The Georgian Six. ხოლო 30 აპრილს გამართულ კონცერტში ფრანგი ვოკალისტი მელვინ ტრევისი მონაწილეობდა. შესრულდა ბიგ-ბენდის მუსიკოსების – კახი ჯაგაშვილის, დინი ვირსალაძის, ოთარ მაღრაძის, რომა რცხილაძისა და დავით ქოიავას საავტორო ნაწარმოებები.

ჯაზის საერთაშორისო დღე – 30 აპრილი, UNESCO-ს გადაწყვეტილებით 2011 წლიდან აღინიშნება. იგი მიზნად ისახავს ჯაზის, როგორც დიალოგის, თავისუფლებისა და ურთიერთგაგების ხელოვნების პოპულარიზაციას.

ამ დღეს, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი უკვე მეცხრე წელია უერთდება.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები