აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ბათუმის სკოლა-ლიცეუმის მასტერკლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ბათუმის სკოლა-ლიცეუმის მასტერკლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებმა შეხვედრაზე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებსა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ხაზი გაესვა ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობას და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ისაუბრეს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. ასევე, პროკურორებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები