De facto: რუსეთის ფედერაციაში ნატურალური კაუჩუკის იმპორტი, რომელიც სამხედრო ინდუსტრიაში გამოიყენება, ლატვიის გავლით ხდება

გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული – ამის შესახებ ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto იუწყება.

გადაცემაში საუბარია იმაზე, რომ რუსეთში ნატურალური კაუჩუკი სხვა დანიშნულებასთან ერთად, ასევე სამხედრო თვითმფრინავების წარმოებაში გამოიყენება.

“როგორც უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭომ გამოავლინა, ევროკავშირიდან რუსეთში ნატურალური კაუჩუკის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი პირდაპირ ლატვიაზე გადიოდა. რუსეთში ეს კაუჩუკი ასევე გამოიყენება სამხედრო თვითმფრინავების საბურავების წარმოებაში”, – ნათქვამია De facto-ს სიუჟეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები