მედია: ტრამპის წარმომადგენლებმა ბერლინში, უკრაინის დელეგაციაზე დონბასის დათმობის საკითხზე ზეწოლა მოახდინეს

ბერლინში მოლაპარაკებების დროს, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა უკრაინულ მხარეზე, დონბასის მის მიერ კონტროლირებადი ნაწილის დათმობაზე ზეწოლა მოახდინეს,- ამის შესახებ AFP-მ მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებული წყაროსგან შეიტყო.

ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ კვირას გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდა პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი, „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული.

“უკრაინა, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ დამქანცველ ომს აწარმოებს, იმედოვნებს, დაარწმუნებს შეერთებულ შტატებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთისთვის წინასწარი ტერიტორიული დათმობების გარეშე უნდა იყოს მიღწეული”,- წერს მედია.

თუმცა, მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ოფიციალურმა პირმა მედიას განუცხადა, რომ აშშ-ის მომლაპარაკებლები კვლავ მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასის რეგიონზე კონტროლი დათმოს, როგორც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობა.

“პუტინს ტერიტორია სურს. ცოტა უცნაურია, რომ ამერიკელები ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას იკავებენ“, – დასძინა ოფიციალურმა პირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები