ჰოლივუდის რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
ჰოლივუდის კინორეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი, 78 წლის ასაკში, მის მეუღლესთან, მიშელთან ერთად ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.
კვირას შუადღისას, პოლიცია და მეხანძრეები წყვილის სახლში, ლოს-ანჯელესის მდიდრულ უბანში გამოიძახეს. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
რაინერი ცნობილია ფილმების რეჟისორობით: „პატარძალი პრინცესა“, „ეს ზურგის ტვინის შეხებაა“, „როდესაც ჰარი შეხვდა სალის“, „უბედურება“ და „რამდენიმე კარგი კაცი“.
როგორც “გარდიანი” წერს, რაინერი განსაკუთრებით ამაყობდა ფილმით “დამიდექი გვერდით”, რადგან თვლიდა, რომ ეს იყო პირველი რამ, რაც მან მამამისის ჩრდილის მიღმა შექმნა.
“ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ მიშელ და რობ რაინერების ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ ამ უეცარი დანაკარგის გამო და გთხოვთ, დაიცვათ პირადი ცხოვრების წესი ამ წარმოუდგენლად რთულ დროს“, – აღნიშნა ოჯახის წარმომადგენელმა ამერიკულ მედიასთან გავრცელებულ განცხადებაში.