ლილოს ბაზის ტერიტორიაზე სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წვრთნები ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზის ტერიტორიაზე სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წვრთნები ჩაუტარდათ.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, საჩვენებელ სწავლებას სასაზღვრო პოლიციის უფროსი – დავით თამაზაშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

“წვრთნები მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს.

მსგავსი ტიპის სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელებისთვის სისტემატურად ტარდება და მიზნად ისახავს მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლებას”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები